მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილენი მოიძიებენ და ნახავენ ფილმს.
პროექტის მთავარი იდეა: ქართული საბავშვო ფილმის უკეთ გაცნობა. ფილმში მონაწილე მსახიობების შესახებ ინფორმაციის და სურათების მოძებნა.რა მოეწონათ ფილმში, იმსჯელებენ და დაახასიათებენ პერსონაჟებს.
პროექტის აქტუალობა: გაუჩნდეთ ინტერესი ქართული საბავშვო ფილმების მიმართ. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ფილმის შესახებ.გაიგებენ, როგორ იქმნება ფილმი, ვინ ღებულობს მონაწილეობას მის შექმნაში. ფილმის სიმღერას შეისწავლიან მუსიკის გაკვეთილზე.
პროექტის მიზნები: განუვითარდებათ სხვადასხვა უნარები: ინფორმაციის მოძიების, მასალის წარდგენის, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობის. რაც მთავარია კინოხელოვნების შესახებ ცოდნას გაიღრმავებენ, გაიცნობენ მსახიობებს. მათი მონაწილეობით სხვა ფილმებს მოიძიებენ. მიხვდებიან რა როლი უჭირავს ხელოვნებას ცხოვრებაში. მოძიებული ვიდეომასალის და სურათების მეშვეობით, შექმნიან ალბომებს და ვიდეოკოლაჟებს.( ასაკიდან გამომდინარე დასჭირდებათ დახმარება, მაგრამ უფრო მეტად, თავად იქნებიან ჩართული მუშაობის პროცესში).
მოსწავლეთა ასაკი: მე–3 მე–4 კლასი.
ვადების ხანგრძლიობა: ორი თვე.
მომოსალოდნელი შედეგები/რა შეიძლება შეიქმნას: თვალსაჩინოებები, როგორც სურათების ალბომის სახით, ასევე ელ. ვერსიის სახით. შეისწავლიან ხელოვნებას, მუსიკას. უკეთესად გაეცნობიან კინო სამყაროს.გაეცნობიან მსახიობებს და მათ მოღვაწეობას.
როექპტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებისთვის, პროცესორი, DVD ან CDდისკები, თაბახის ფურცლები, მუსიკალური ცენტრი, ერთი კომპიუტერი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულის, ხელოვნების, მუსიკის გაკვეთილების ინტეგრირება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დარდაგანიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninodardaganidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ninodardaganidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment